|
2019-11-13 17:54:14, 2375 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020-2024 წლებში საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020-2024 წლებში საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში ეკონომიკური ზრდა წინასწარი შეფასებით იყო 5,7 პროცენტი, ხოლო წლის განვლილ პერიოდში კი 5 პროცენტი. „ეს არის ძალიან პოზიტიური შედეგი იმ ფონზე, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების საშუალო ეკონომიკური ზრდა, წლის პირველ ნახევარში იყო ერთ პროცენტზე დაბალი. რეგიონში უკეთესი მდგომარეობა რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი იქნებოდა, მაგრამ აქვე მინდა ყურადღება მიაქციოთ თუ რამდენად აღემატება ჩვენი ეკონომიკური ზრდა რეგიონის ზრდას - ეს არის ბოლო წლებში გამოკვეთილი დინამიკა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)