09:21 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 15:40:47, 1847 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერია კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

თბილისის მერის თქმით, კუს ტბის გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები უმოკლეს ვადაში დასრულდება.

„კუს ტბასთან მისასვლელი გზა დღეისთვის მძიმე მდგომარეობაშია და  ძალიან ცუდად გამოიყურება.  ამ გზით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით უქმეებზე, როდესაც დამსვენებლები იქ  ოჯახებითა და შვილებით ადიან. მომდევნო დღეების განმავლობაში, დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოებს, რომელიც სწრაფად დასრულდება, რადგან იქ არ გვიწევს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდება სამკილომეტრიან გზას. საერთო ჯამში, ასფალტის საფარი 20 000 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, განახლდება გარე განათების ქსელი.

თბილისის მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებზე დაახლოებით, 1.5 მლნ ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაციას თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯი არ ჯი“ განახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics