09:22 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 13:42:43, 1496 ნახვა

საზოგადოება
ივერთუბანში 600 ოჯახისთვის წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება

ივერთუბნის დასახლებაში თბილისის მერია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) ერთად, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, - ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, ივერთუბანში მცხოვრებ 600 ოჯახს წყალარინების მოწესრიგებული ქსელი ექნება.

„ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელი საერთოდ არ არსებობს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ GWP-სთან ერთად, შესაბამისი პროექტი განვახორციელოთ. შედეგად, იქ მცხოვრებ 600 ოჯახს მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელი ექნება. რაც კი საჭიროა, ეს უბანი ყველანაირად მოწესრიგდება - რეაბილიტირებული ქუჩებით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით და ა.შ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეს სამუშაოები GWP-სთან ერთად ჩავატაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ივერთუბანში წყალარინების ქსელის მოწყობას თბილისის მერია GWP-სთან ერთად, მომდევნო წელს, თანადაფინანსებით განახორციელებს.

პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარი იქნება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics