00:01 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 12:21:43, 1400 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილი დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა - დიმიტრი ხუნდაძეს გარიცხვით დაემუქრა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა.

როგორც ოქრიაშვილმა განმარტა, ივანიშვილი მათ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას სთხოვდა.

„ჩემი პოზიცია უცვლელია. ხელიც არ მოვაწერე დოკუმენტს, როდესაც ინიცირება მოხდა. ბევრი დეპუტატია, რომელიც მხარს არ უჭერენ ამ კანონპროექტს. დღეს უმრავლესობის შეხვედრაზე იყო მცდელობა ზეწოლის ამ დეპუტატებზე, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან. მაგალითად დიმიტრი ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, იმ მუქარით, რომ პარტიიდან გარიცხავდნენ კიდევაც. ხუნდაძემ განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. სხვა დეპუტატები რას იზამენ არ ვიცი. პირადად ივანიშვილი ემუქრებოდა, დატუკსასავით, ბოდიში რომ ეს სიტყვა ვიხმარე. დებატები გაგრძელდება. ჩემი პოზიცია უცვლელია. 20-მდე ადამიანია ან შეიძლება ცოტა მეტი, ვინც არ ემხრობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. არ ვიცი ჩავარდება პროექტი თუ არა. უმრავლესობის რიგების დატოვებას არ ვაპირებ. ჩემს მიმართ ზეწოლა არ ყოფილა, რადგან პარტიის წევრი არ ვარ და ვარ მხოლოდ უმრავლესობის წევრი. ზოგადი ზეწოლა იყო, რომ კანონპროექტს ხმა უნდა მივცეთ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics