22:50 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 21:18:36, 1623 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: გადაწყვეტილება არის მიღებული

უმრავლესობაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არაა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
 
„აქ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დაიხატა სურათი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პროპორციულ სისტემას მხოლოდ ნაკლოვანებები ახლავს და თითქოს ეს არის ქვეყნის დაღუპვა, რაც არის აბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია, ეს მოსაზრება. ეს ერთი. დავადასტურე პატივისცემა სახალხოდ, ბატონო დიმიტრი (ხუნდაძე) თქვენს მიმართაც, მათ შორის, თქვენ ჩემი უფროსი მეგობარი ბრძანდებით. ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენ ამ თემებზე. სამწუხაროა, რომ ამ თემებზე საჯაროდ გვიწევს პოლემიკაში შესვლა ერთმანეთთან, მაგრამ რადგან ასე მოხდა, კი ბატონო. გიდასტურებთ, რომ რამდენიმე ადამიანთან, თქვენს გარდა, გვქონდა, ასევე, საქმიანი საუბარი ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, მე არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ თემის ასე საჯაროდ გამოტანა. გადაწყვეტილება იყო  და არის მიღებული. ჩვენ რაც ვთქვით, ის უნდა გავაკეთოთ და მივიყვანოთ ბოლომდე. თქვენ, ბატონო დიმიტრი (ხუნდაძე), ციტატა მოიტანეთ ირაკლი კობახიძის წიგნიდან, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ისიც ვთქვათ, რომ ბატონო ირაკლი, თქვენს წიგნში არ არის მხოლოდ პროპორციული სისტემის ნაკლოვანებებზე საუბარი. იქ არის პლიუსებზეც საუბარი. და ჩემი თხოვნაც თქვენს მიმართ ამაში მდგომარეობს, რომ თქვენი პასუხების დროს დეტალურად განმარტოთ პროპორციული სისტემის პლიუსებზე, სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ და არ მგონია, რომ ქვეყნის დაღუპვა იმაში მდგომარეობდეს, ან მაინცდამაინც უნდა ავყვეთ „ნაციონალური მოძრაობის" თუ რომელიმე ფრთის პათეტიკას და დემაგოგიას და ამის მიხედვით ვცვალოთ გადაწყვეტილებები. თორემ, სხვა შემთხვევაში, დაგეთანხმებოდით ამაში". -აცხადებს მდინარაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics