2019-11-12 16:50:54, 1102 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ნამოხვანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
წყალტუბოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნამოხვანთან არსებულ ტყის მასივში მეხანძრე-მაშველების უწყვეტი მუშაობის შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს.
„სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია იმერეთის მთავარი სამმართველოს 25 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ხანძრის კერებთან მისასვლელად ფეხით დაახლოებით 10 კილომეტრ მანძილზე გადაადგილდებოდნენ.
ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. დამწვარია ბალახი და ეკალ-ბარდი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,