18:28 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 16:21:45, 1781 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გადამდებ დაავადებათა მართვისა და ზედამხედველობის სისტემის შეფასების მიზნით საქართველოში მყოფ ექსპერტებს შეხვდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ევროასოცირების ფარგლებში დაგეგმილ, გადამდებ დაავადებათა მართვისა და ზედამხედველობის სისტემის შეფასების მიზნით იმყოფებიან.

აღნიშნულ პროცესს ევროკავშირის მხრიდან კოორდინაციას უწევს ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საქართველოს მხრიდან კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ექსპერტთა ვიზიტი მოიცავს პლენარულ და ინტერვიუს ფორმატის შეხვედრებს ყველა იმ უწყებასთან, რომელსაც შეხება აქვს გადამდებ დაავადებათა მართვისა და ზედამხედველობის სისტემასთან.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics