2015-07-20 18:20:53, 565 ნახვა
პოლიტიკა
საჯარო მოხელეები სამსახურებრივ მდგომარეობას პარტიული მიზნებისთვის ვერ გამოიყენებენ
საჯარო მოხელეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა მოუწევთ.
აღნიშნულს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
პროექტის თანახმად, საჯარო მოხელეს გამოხატვის თავისუფლება ექნება, თუმცა ვალდებულება ექნება სამუშაო საათებში, საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობის პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკური აქტივობისა და პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვისგან თავი შეიკავოს.
მას უფლება არ ექნება სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული მიზნებისა და ინტერესებისთვის გამოიყენოს, მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან