20:58 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 10:26:49, 1713 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალებმა, „The Banker and Professional Wealth Management" (PWM) და „Global Finance" თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვეს.

აღიარება თიბისი ბანკმა პერსონალური მომსახურების სფეროში მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და საუკეთესო საბანკო სერვისების შეთავაზებისთვის მიიღო.

„საამაყოა ასეთი საერთაშორისო დონის ორგანიზაციებისგან საპატიო ჯილდოს მიღება. ეს ჯილდო იმის დასტურია, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას და მომხმარებლისათვის საუკეთესო ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.ფინანსური ჟურნალების,  „The Banker and Professional Wealth Management" და „Global Finance" ჯილდოები ყოველწლიურია და ისინი საბანკო სექტორის იმ ლიდერ კომპანიებს გადაეცემათ, რომლებიც ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ და მაღალი ხარისხის პერსონალური საბანკო მომსახურებით გამოირჩევიან.

თიბისი ბანკი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის "The Banker and Professional Wealth Management"-მა მეხუთედ, „Global Finance"-მა კი მეორედ დააჯილდოვა.

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics