07:52 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 10:28:13, 987 ნახვა

საზოგადოება
ქედაში ავტობუსის ამოყირავების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაჰყავთ. 

პირველადი ინფორმაციით, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და არ არის გამორიცხული ისინი რეანომობილით ბათუმის კლინიკაში გადაიყვანონ. 

მოქალაქეები ბათუმიდან დაბა ქედისკენ მიდიოდნენ. ავტობუსის გზიდან გადავიდა და ამოყირავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics