|
2015-07-20 17:30:44, 1886 ნახვა
კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: ვახტანგ გომელაური პროფესიონალია
უსაფრთხოებისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატი ვახტანგ გომელაური არაპოლიტიკური ფიგურაა და თავისი საქმის პროფესიონალი. სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ გომელაური უსაფრთხოების სამსახურს თავს კარგად გაართმევს. “ვახტანგ გომელაურს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. მან თავისი საქმით დაამტკიცა, რომ ის არის პროფესიონალი და ამ უწყებას ძალიან კარგად უძღვება. დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოებას ის თავს ძალიან კარგად გაართმევს. ის არის აპოლიტიკური ფიგურა, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ განეკუთვნება. ჩვენი ოპონენტების მესმის, რომელთაც სურთ არ აღიარონ, რომ უწყების დეპოლიტიზირება მოხდა. ამ სისტემის დეპოლიტიცაზცია მოვახდინეთ და ახალი კანონის ფარგლებში საპარლამენტო კონტროლი გაძლიერდება”, - აღნიშნა სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)