07:52 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 15:48:26, 1232 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კვლევის შედეგები განიხილეს

საქართველოს ხორცისა და რძის სექტორის უვნებლობის, ხარისხის სტანდარტებისა და რეგულაციების ამერიკულ და ევროპულ რეგულაციებთან შედარებითი კვლევის შედეგების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

„აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ისეთი რეგულაციების შემუშავებას, რაც ფერმერებს და მეწარმეებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებასა და ფერმერული საქმიანობის ეფექტიან განხორციელებაში დაეხმარება“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კვლევა ამერიკული ორგანიზაციის „Land O’Lakes Venture37“  პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“  ფარგლებში განხორციელდა.

შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს ხორცის და რძის სექტორში არსებულ ძირითად ტენდენციებზე  და რეკომენდაციებზე გამახვილდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სამინისტროს შესაბამისი უწყებების, სამსახურების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics