21:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 15:00:00, 1288 ნახვა

პოლიტიკა
ცქიტიშვილი წყალტუბოზე: ივანიშვილის როლია ბიზნესს კომფორტი და გარანტი შეუქმნას

„ბიძინა ივანიშვილის როლი არის ის, რომ კომფორტი და გარანტი შეუქმნას ბიზნესსა“, - ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ სახელმწიფოს მოცემული დროის მონაკვეთში არ ექნება სათანადო რესურსი ინფრასტრუქტურის ერთიანად განსახორციელებლად, ბიძინა ივანიშვილის როლია მას დაეხმაროს.

„ბატონი ბიძინას როლი არის ის, რომ კომფორტი და გარანტი შეუქმნას ბიზნესს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი ვერ აითვისებს 22-ვე სასტუმროს და ვერ ჩადებს ინვესტიციას სრულად იმ ობიექტების განვითარებაში ან თუ სახელმწიფოს დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ექნება სათანადო და შესაბამისი რესურსი იმისთვის, რომ მთლიანად მთელი კურორტის ინფრასტრუქტურა ერთიანად განავითაროს, ამ შემთხვევაში ბატონი ბიძინას როლი და ფუნქციაც ეს არის, რომ დაეხმაროს როგორც ბიზნესს, ასევე სახელმწიფოს რომ ამ კურორტისთვის საჭირო ინვესტიციები უფრო სწრაფად მოვიზიდოთ“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ  წყალტუბოს განვითარების 6-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics