|
2019-11-09 15:15:01, 1660 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - კრეატიული, ნიჭიერი ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიების გახსნაზე 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეოთხე ეტაპის დაწყება ოფიციალურად გამოაცხადა. პროგრამას სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" (GENIE) მხარდაჭრით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია. „ჩვენი ამოცანაა, შევარჩიოთ ისეთი პროდუქტები და იდეები, რომლებიც საინტერესო იქნება საერთაშორისო ბაზრისთვის. ჩვენ მუდმივად აქცენტს ვაკეთებთ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების განვითარებაზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. „ეს არის ის ფინანსური დახმარება, რომელსაც სახელმწიფო უწევს ინოვატორებს, სტარტაპერებს იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი, ინოვაციური პროდუქტები, დამუშავდეს ინოვაციური იდეები, რადგან საქართველო არის ძალიან მდიდარი არამარტო ბუნებით, სტუმართმოყვარებით, კონკრეტული ბუნებრივი რესურსებით, არამედ ძალიან ნიჭიერი ადამიანებით. კრეატიული, ნიჭიერი ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რესურსს და ვალდებულები ვართ, ამას შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი წლიური ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს, მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა.
(NS)
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)