|
2019-11-08 19:50:53, 1505 ნახვა
სამართალი
კინო „ამირანთან“ მისულ დავით ბერძენიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ყოფილ დეპუტატს, „რეპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ბერძენიშვილს, კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეების გაღიზიანება ბერძენიშვილის განცხადებებს, მოჰყვა, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა იმ ადამიანებს, ვისაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ნახვა სურს. „მე სოლიდარობას ვუცხადებ იმ ხალხს, ვისაც უნდა ფილმის ნახვა და ეს ადამიანები, რომლებიც აქ ჯგროდ არიან მაგრები, როცა ვეუბნები, რომ ინდივიდუალურად მოვიდნენ, მაშინ კურდღლები ხდებიან. მთავარი და არსებითი არის ის, რომ ეს არის ხელოვნება და ადამიანებს აქვთ უფლება ნახონ ფილმი. აქ მყოფი ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ კომუნისტური მანდატები, ახლა გახდნენ მორწმუნეები“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. ამის შემდეგ ბერძენიშვილს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფიზიკურად დაუპირისპირდა. დეპუტატმა ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვა. ცნობისთვის, კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ ჩვენება“ პრემიერას აპროტესტებენ, დაძაბული ვითარებაა. მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობრივი ჯგუფები არიან შეკრებილი და შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. ცოტა ხნის წინ პოლიციის კორდონის გარდა, ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგნლებიც განლაგდნენ.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)