23:16 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 16:28:29, 2084 ნახვა

ეკონომიკა
ავტოდაზღვევის ბაზარზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანაზღაურებული თანხის ოდენობით, თიბისი დაზღვევა ლიდერობს

ავტოდაზღვევის საცალო  ბაზარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის ოდენობით თიბისი დაზღვევა ლიდერობს.

2018 წელს ანაზღაურებული თანხა 9 500 000 ლარი იყო, 2019 წლის პირველ 6 თვეში კი, კომპანიამ მომხმარებლებს  უკვე 6 400 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა.

2018 წლიდან თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევა ყველაზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა, ამ მხრივ კომპანია საცალო მიმართულებით ლიდერია ბაზარზე - მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ბაზრის წილის 31% სწორედ თიბისი დაზღვევაზე მოდის. 

„მთელი ბაზრის  88%  კერძო საკუთრებაში მყოფი მანქანებია, 12%  კი კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელობაშია, ამიტომ ავტომობილის მფლობელებში დაზღვევის კულტურის ამაღლება და საცალო ბაზარზე ლიდერობა ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, ვინაიდან ამ ბაზარზე ლიდერობა, ანუ ცალკეული ადამიანების ნდობის მოპოვება გაცილებით რთულია. ახლა ორიენტირებული ვართ სწრაფი და კომფორტული ციფრული სერვისების შექმნასა და არსებული სერვისების დახვეწაზე.  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს. ჩვენი გეგმაა დავაჩქაროთ ზარალის ანაზღაურების პროცესი, რომელიც მაქსიმალურად მათ კომფორტზე იქნება მორგებული. სწორედ  ამისთვის ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს.“ - დავით კიღურაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევას მომხმარებლების კმაყოფილების ინდექსის - ჩშI ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 89.6%-ს აქვს.

თიბისი დაზღვევა მუდმივად განვითარებად, მარტივ და კომფორტულ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს. ის პირველი კომპანიაა საქართველოს ავტოდაზღვევის ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ზარალის ანაზღაურების ონლაინ მომსახურებას სთავაზობს. წელს მომხმარებლების  46%-ს ზარალი დისტანციურად აუნაზღაურდა. კომპანიის მიზანია ეს ციფრი მომავალ წელს კიდე უფრო გაიზარდოს. სტრატეგია კი რამდენიმე წელიწადში მთლიანად ციფრულ სერვისებზე გადასვლაა.

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics