06:38 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 16:23:37, 1551 ნახვა

საზოგადოება
ლევან აკინი - სამწუხაროდ, ბნელ დროში ვცხოვრობთ

სამწუხაროდ, ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ბნელ ძალებს ყველა შესაძლო საშუალებით გავუწიოთ წინააღმდეგობა, – ამის შესახებ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი ლევან აკინი სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა, რა ხდება საქართველოში 8 ნოემბერს ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით. გარკვეულმა მემარჯვენე ჯგუფებმა და ეკლესიამ ფილმი დაგმო და გეგმავენ, ხალხი არ შეუშვან იმ ჩვენებაზე, რომლის ბილეთები გაიყიდა. აბსურდია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, სიმამაცე სჭირდებათ. ისინი შეწუხების, უფრო მეტიც, შესაძლოა, თავდასხმის რისკის ქვეშ დგებიან უბრალოდ იმიტომ, რომ ფილმის სანახავად წავიდნენ. მე ეს ფილმი სიყვარულით და თანაგრძნობით შევქმენი. ეს არის ჩემი სასიყვარულო წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობის მიმართ. ამ ისტორიით მსურდა საქართველოს კულტურის აღდგენა და ხელახლა განსაზღვრა, მისი სრულად წარმოჩენა და არა მხოლოდ გარკვეული ნაწილის. სამწუხაროდ, ჩვენ ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ბნელ ძალებს წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველა შესაძლო საშუალებით“, – წერს ფილმის რეჟისორი.

საქართველოს კინო-თეატრებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

პოლიციის მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დაანონსებას ძალადობრივი ჯგუფების მუქარა მოჰყვა.

ისინი აცხადებენ, რომ კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ, რათა ფილმის პრემიერა ჩაიშალოს.

პრემიერასთან დაკავშირებით შსს-მ რამდენიმე განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებეს და სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს აღკვეთს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics