|
2019-11-08 15:01:40, 1374 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ჩინური კომპანიები აღიარებენ იმ უპირატესობებს, რასაც ინვესტორებს ჩვენი ბაზარი და ეკონომიკური პოლიტიკა სთავაზობს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჩინეთის ელექტრონიკისა და მანქანათდანადგარების ასოციაციას შეხვდა. აღნიშნული ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამრეწველო გაერთიანებაა, რომელიც რამდენიმე ათას ჩინურ კომპანიას აერთიანებს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში უცხოელი, მათ შორის ჩინელი ინვესტორებისთვის არსებულ მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ იმ კომპანიებს, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროდუქციის წარმოებას დაიწყებს, დაასაქმებს საქართველოს მოსახლეობას, შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც საქართველოს აქვს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და საკუთარი პროდუქცია ამ ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანონ. „ჩინეთის ელექტრონიკისა და მანქანადანადგარების ასოციაციასთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიაზე სულ მცირე ხუთი ახალი საწარმოს შექმნის შესახებ გამოითქვა მზადყოფნა. ეს საწარმოები საქართველოში მანქანა-დანადგარების წარმოება-აწყობით დაკავდებიან და ექსპორტს მოახდენენ როგორც ევროკავშირში, ასევე სხვა ქვეყნებში", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, საუბარია ისეთ ინვესტიციებზე, რომელიც პირველ რიგში, დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ინდუსტრიული სექტორი, მძიმე მრეწველობა ასაქმებს საკმაოდ ბევრ ადამიანს. „შეხვედრაზე ასოციაციას ავუხსენით, მხარდაჭერის რა მექანიზმები გაგვაჩნია, მათ შორის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები. ამასთან, ჩვენ მზად ვართ, დამატებით თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნაზე ვისაუბროთ, თუ კიდევ მსხვილი ინვესტიციები წამოვა. საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონზე. გვიხარია, რომ შედგა კონკრეტული საუბარი და რამდენიმე კომპანია მზად არის, უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებები დაიწყოს საქართველოში წარმოების გადმოტანასა და ახალი წარმოებების აწყობაზე, ვინაიდან აღიარებენ იმ უპირატესობებს, რასაც ჩვენი ბაზარი და ეკონომიკური პოლიტიკა ინვესტორებს სთავაზობს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)