05:29 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 11:48:52, 952 ნახვა

საზოგადოება
„ქართული მარში“-ს მუქარა სახელმწიფოს ძალადობრივი ჯგუფები ფილმის წინააღმდეგ მსვლელობას გეგმავს

დღეს 4 საათზე, ძალადობრივი მოძრაობის „ქართული მარშის“ წევრები, ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინააღმდეგ, ფილარმონიასთან იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ. 

როგორც მათ "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქართველოში გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდას არ დაუშვებენ:

„დღეს, 4 საათზე, ფილარმონიასთან დაიწყება ქართული მარშის საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართული იქნება „გეი პროპაგანდის“ ჩვენების წინააღდეგ. ვიმოქმედებთ მშვიდობიანად. აპირებენ პროვოკაციების შემოგდებას და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას. ის ადამიანები, რომლებიც ამას აპირებენ, დარჩნენ სახლში. ჩვენ ვართ შიშველი ხელებით, მაგრამ გვაქვს მეთოდები, რომლითაც ჩავშლით ამ გარყვნილი ფილმის ჩვენებას. არ მივცემთ კინოს ადმინისტრაციას და ამ ფილმის მესვეურებს ფილმის ჩვენების საშუალებას. გავაკეთებთ ბლოკირებას, არ შევუშვებთ შენობაში. ეს არ იქნება ძალადობრივი გზით,“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. 

მათივე განცხადებით, ეს მხოლოდ ნაწილია, მთავარი კი „ვერის ბაღში“ დაიწყება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics