21:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 17:20:31, 2085 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: მოვუწოდებ არასამთავრობოებსა და მოქალაქეებს, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრისას პროტესტი მძლავრად გამოხატონ

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით დღეს, ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

დეპუტატმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დროს, პროტესტი მძლავრად გამოხატონ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ყველა დაინტერესებულმა მხარემ ხვალიდან უნდა დაიწყოს კონსულტაციები და შეთანხმდეს, თუ რა ფორმით გამოიხატება ეს პროტესტი.

„მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კარგად ესმის რას ნიშნავს დაცულობა კვლიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის ხელში, რომ კენჭისყრის დღეს პროტესტი მძლავრად იყოს გამოხატული. ეს პროტესტი უნდა გაიგოს საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც ხალხის სახელით უნდა გადაწყვიტოს ხალხის მომავალი. ეს მომავალი არის თქვენს ხელში, რაც უფრო დიდი იქნება საპროტესტო განწყობა, რაც უფრო დიდი იქნება ამ სიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის წნეხი, მით უფრო რეალური იქნება მეორედ ავირიდოთ ის საფრთხე, რომელიც ავირიდეთ 2018 წლის დეკემბრის ბოლო კვირას. ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად, განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები აქვს, რა თქმა უნდა, იმათ გარდა, ვინც თავად იყო ამ ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი, უნდა დავიწყოთ კონსულტაციები ხვალიდნავე იმისთვის, რომ მოვიფიქროთ, შევარჩიოთ პროტესტის როგორი ფორმა იქნება ყველაზე რელევანტური, შესაფერისი. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ იმ განზრახვას, რომ არჩეულნი იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი კონსტიტუციური ფორმა, რომ საქართველოს პარლამენტის თითოეულმა წევრმა გაიგოს საკუთარი მოქალაქეების და ამომრჩევლების ხმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics