|
2019-11-07 13:40:58, 2837 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლოს საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული საქმის განხილვა შეჩერებული აქვს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა ულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული საქმის განხილვა შეჩერებული აქვს. როგორც მინისტრმა განმარტა, განხილვას სასამართლო მას შემდეგ გააგრძელებს, რაც აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ შარშან წინ შევიტანეთ სახელმწიფო საჩივარი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს დღემდე განხილვაში არ აქვს და უფრო მეტიც, განხილვა გადადებულია მანამ, სანამ წამყვან სახელმწიფოთაშორის საქმეზე, რომელიც ეხება საქართველო-რუსეთს შორის არსებული ომს, არ ექნება გადაწყვეტილება გამოტანილი. შესაბამისად, ყველა სხვა საქმის განხილვა, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეჩერებულია. ვფიქრობთ, ომის საკითხის განხილვა მომავალი წლის სამოსამართლო ზაფხულის არდადეგებამდე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)