|
2019-11-07 13:24:33, 2385 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი - ჩვენი მიზანია, არასოდეს განმეორდეს ისეთი დღეები, როგორიც ის 7 ნოემბერი იყო
"7 ნოემბერია დღეს და ეს დღე ყველას გვახსენდება ცუდად, ტკივილით. ჩვენი მიზანია, ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს იყო გარდამტეხი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც წლების შემდეგაც შეუძლებელია, ტკივილით არ გაიხსენო: “7 ნოემბერია დღეს და ეს დღე ყველას გვახსენდება ცუდად, ტკივილით. ჩვენი მიზანია, ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. რაკი თქვენს წინაშე ვსაუბრობ, თქვენით დავიწყებ, იძალადა მედიაზე და იძალადა ჟურნალისტებზე, იძალადა საკუთარ მოქალაქეებზე და რეალურად, დღეს ჩვენ გვყვანან პირები, ვინც ან ბრალდებულია, ან მსჯავრდებულია მოცემულ საქმეზე. შესაბამისად, ძალიან რთულია, რომ დღეს, ამდენი წლის შემდეგ, 7 ნოემბერს არ გაიხსენო ის მნიშვნელოვანი, გარდამტეხი დღე ჩვენს ისტორიაში, რომელიც იყო ის 7 ნოემბერი. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ დღის შემდეგ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო ადამიანის უფლებების გზაზე დაღმასვლა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)