|
2019-11-07 13:24:27, 2835 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის მუქარაზე: ძალადობის ფაქტები აღკვეთილი იქნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის შესახებ განცხადებები მიუღებელია. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნებისმიერი ძალადობის ფაქტს აღკვეთს. „მე მიმაჩნია, რომ ამ ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით გუშინ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადება სახელმწიფოს პოზიციას ასახავდა. ჩვენ სრულიად ვეთანხმებით ამ პოზიციას, რომ საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დარწმუნებული ვარ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნებისმიერი ძალადობის ფაქტს აღკვეთს. ძალადობაზე გაკეთებული განცხადებები მიუღებელია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეგახსენებთ, ხვალ საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაა დაგეგმილი. იმის გამო, რომ ფილმი გეი წყვილის სიყვარულზეა, პრემიერის დაანონსებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან მუქარის და ძალადობის შემცველი განცხადებები მოჰყვა. ძალადობრივმა ჯგუფებმა საპროტესტო აქციები დააანონსეს და განაცხადეს, რომ 8 ნოემბერს კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ. ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ სასულიერო პირებიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)