21:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 18:34:59, 2550 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს ემრე კარაოსმანოღლუს შეხვდა.

ორმხრივი შეხვედრა ქ. ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, ასევე კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის როლი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში. საუბარი ასევე შეეხო თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics