|
2019-11-06 17:15:39, 2227 ნახვა
საზოგადოება
წილკნისა და დუშეთის ეპარქია მიტროპოლიტ ზოსიმეზე: პიროვნების ამგვარი დისკრედიტაცია დაუშვებელია
წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სამღვდელოება მიტროპოლიტ ზოსიმეს მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებას ცილისწამებს უწოდებს. როგორც ეპარქიის განცხადებაშია აღნიშნული, პიროვნების ამგვარი დისკრედიტაცია დაუშვებელია. „შეშფოთებული ვართ იმ ბრალდებისა და საშინელი ცილისწამების გამო, რომელსაც მიტროპოლიტ ზოსიმეს ეკლესიიდან დიდი ხნის წინ განდგომილი პირები უყენებენ. დაუშვებელია ამგვარი დისკრედიტაცია პიროვნებისა, რომლის უკანაც დგას ეპარქია და მის ლოცვა-კურთხევას მინდობილი სამწყსო. დაუშვებელია მით უფრო მაშინ, როდესაც არანაირი ფაქტი არ არსებობს, გარდა გაბოროტებული „სასულიერო პირების“ ბრალდებებისა, რომელთა მთავარი მიზანიც წლების წინ მეუფე ზოსიმეს პოლიტიკაში აქტიურ ჩართულობას წარმოადგენდა. მათ თავიანთი მომავალი არა ღვთის სიტყვის ქადაგებას, არამედ მთლიანად საქართველოს ეკლესიის ლანძღვასა და კრიტიკას დაუთმეს. ადამიანმა, რომლის სახელითაც ზემოხსენებული „მღვდლები“ საუბრობენ, დიდი ხნის წინ ითხოვა შენდობა და მოინანია თავისი ცილისმწამებლური საქციელი. დღეს, როდესაც მსგავს ბრალდებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს უყენებენ, ამ თემის ხელახლა წამოჭრა პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, რათა მრევლში შეირყეს წმინდა ფასეულობა, რომელიც ჯერ კიდევ გაგვაჩნია“, - ნათქვამია განცხადებაში. წილკნისა და დუშეთის ეპარქია საქართველოს ეკლესიის მმართველობასა და ხელისუფლებას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. „უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს ეკლესიის მმართველობასა და ხელისუფლებას, მიიღონ სათანადო ზომები, რათა შეწყდეს მსგავსი ცილისწამება. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს საკითხებზე საუბრისას, რადგან თემა მეტად სათუთ და წმინდა ფასეულობებს ეხება. დაუშვებელია მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარი, რასაც ქვეყნიდან გაქცეული პირები საქართველოს ეკლესიის სიძულვილით ლაპარაკობენ, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე 31 წლის წინანდელ მოვლენებს ეხება. თუ მღვდელმთავარი ასეთ ცოდვაში იყო შემჩნეული, შეუძლებელი იქნებოდა მას შემდეგ ერთხელ მაინც არ დაფიქსირებულიყო მსგავსი ფაქტი. ამას ადასტურებს სამღვდელოება და ყველა ის ადამიანი, ვინც წლებია, მეუფე ზოსიმეს სიახლოვეს ტრიალებს“, - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)