|
2019-11-06 16:07:02, 2488 ნახვა
კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი: მეუფე პეტრე პატრიარქის „ლინჩის“ წესით გასამართლებას ითხოვს
„მეუფე პეტრე პატრიარქის „ლინჩის“ წესით გასამართლებას ითხოვს, ჩვენ კი ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამის შესაჩერებლად“, - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება დანაშაულის აღკვეთას ვერ ახერხებს. „მეუფე პეტრე აპირებს ყოველგვარი სასამართლო პროცედურის გარეშე პატრიარქი გაასამართლოს. ხალხს მოუწოდოს რომ პატრიარქი ლინჩის წესით გაასამართლოს. ამას ველოდებით. ეს არის პილატეს სასამართლო. დღეს ჩვენს საზოგადოებას, ქვეყანას და ეკლესიას ემუქრებიან ლინჩის წესით გასამართლებით. ჩვენ კი ყველაფერი უნდა ვიღონოთ რომ ეს არ მოხდეს. რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის სინოდის სხდომის დაწყებამდე პატრიარქთან მივიდა და მას აღსარება ჩააბარა. ამის შესახებ ჩვენ სინოდის სხდომაზე თავად პატრიარქისაგან შევიტყვეთ. შემდეგ იაკობი სინოდზე სიტყვით გამოვიდა და სინოდის ყველა წევრისაგან უპირობო შენდობა ითხოვა, რაც სინოდმა მიიღო. მიუხედავად ამისა, განჩინებაში ჩაიწერა, რომ მიეცეს შენდობა და განმეორების შემთხვევაში ძალიან მკაცრად დაისაჯოს. ჩვენ არ ვიცით ვინ რა შეთქმულება მოაწყო ამ საქმეში, მაგრამ ვიცით ერთი რამ, რომ პატრიარქის ხელშეუვალობის კონსტიტუციური უფლება დაირღვა. გაკეთებული ანონსის შემდგომი დარღვევისა, რომ მოხდება პატრიარქის ლინჩის წესით გასამართლება, ხელისუფლება ვერ ახერხებს ამ დანაშაულის აღკვეთას“, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)