05:27 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 15:52:55, 1977 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ესტუმრნენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

შეხვედრის ფარგლებში ცენტრის სტუმრებმა ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლისგან მოისმინეს ლექცია ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ, გაეცნენ ხანძრის შემდეგ ბორჯომში ტყის აღდგენის მიმართულებით განხორციელებულ თუ მიმდინარე ღონისძიებებსა და ბორჯომის ტყისთვის დამახასიათებელ პრობლემებს.

შეხვედრის მეორე ნაწილი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობის შესახებ საუბარს დაეთმო.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს და დაინტერესებული საზოგადოებისთვის შეხვედრებს მომავალშიც გამართვას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics