03:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 14:27:58, 2513 ნახვა

სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვასა და გასაღების მცდელობაში ბრალდებული თ.მ დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ თ.მ-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 63,4481 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს'', საიდანაც ნაწილი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4,8971 გრ., შემდგომში უკანონო გასაღების მიზნით განთავსებული ჰქონდა ქ.ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციებზე. დროულად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.მ.-მ  ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის" გასაღება ვერ განახორციელა.

„სამართალდამცველებმა თ.მ 2019 წლის 24 მაისს, ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე  მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა" და  19-260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.   

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თ.მ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად  12  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics