|
2019-11-06 14:19:07, 2212 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი დეკანოზის შეწყალებაზე: არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში - დაფიქრებისთვის დრო მჭირდება
„არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში და სამწუხაროა, რომ ერთ კითხვაზე მეტის დასმა არ შეგიძლიათ“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დაფიქრებისთვის დრო სჭირდება, რათა არანაირი შეცდომა არ დაუშვას. „შეწყალებასთან დაკავშირებით ჯერ უნდა ვიმუშაოვოთ და დავასრულოთ ახალი წესები. უნდა გამოვცე ის ახალი ბრძანებულება, შემდეგ უნდა შევუდგე შესწავლას. არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში და სამწუხაროა, რომ თქვენ ერთ კითხვაზე მეტი არ შეგიძლიათ დასვათ. ძალიან ბევრი ხალხი ელოდება გადაწყვეტილებას. ის, რასაც ჰქვია მორატორიუმი, რომლის მნიშვნელობაც ბევრს უჭირს გაიგოს, რომ მორატორიუმი არის დროებითი შეჩერება. ეს არ არის აქტი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება ჩემთვის, რომ შემეჩერებინა და რისი სრული უფლებაც გამაჩნია. ამ შეჩერებას შევაჩერებ როგორც კი მე ვიქნები მზად და მექნება შესწავლილი ყველა საჭირო საქმეები. მინდა გითხრათ, რომ იმ აჟიოტაჟის ფონზე, რომელიც ატყდა წინა შეწყალებაზე ალბათ გამიგებთ, რომ მე მინდა დრო დაფიქრებისთვის და არანაირი შეცდომა არ დავუშვა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)