|
2019-11-06 11:46:16, 1528 ნახვა
კომენტარი
ბექა ნაცვლიშვილი: მინიმალური ხელფასი კანონით უნდა განისაზღვროს
„ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი კანონით უნდა განისაზღვროს. როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასის 45%, ანუ 500 ლარი უნდა იყოს. „დღეს დავარეგისტრირეთ კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ. ჩვენი კანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საშუალო ხელფასის 45%, რაც დღევანდელი მონაცემებით დარიცხული გამოდის 500 ლარი, ხელზე კი 400 ლარი. ეს უნდა იყოს მინიმალური ხელფასის ქვედა ზღვარი. დღეს ქვეყანაში რეალური საარსებო მინიმუმი 380 ლარია. არ შეიძლება ადამიანები სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ იმაზე ნაკლები ანაზღაურებისთვის, ვიდრე საარსებო მინიმუმია. რაც შეეხება მცირე ბიზნესებს, რომელთა ბრუნვაც არის 500 ათასი ლარი ეს კანონი არ გავრცელდება, რათა ისინი მოემზადონ და არ დაკარგონ მოტივაცია რომ გაიზარდონ. თუ მინიმალურ ხელფასს არ დავაწესებთ ადამიანები ვერ დაიკმაყოფილებენ მათ მინიმალურ მოთხოვნილებებს. ხელფასი არ არის კბილის პასტა ან სკამი, რომელიც ბაზარზე იყიდება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე, არამედ ხელფასით ადამიანები ირჩენენ საკუთარ თავს და არჩენენ მათ ოჯახებს. სწორედ ამიტომ, მინიმალური ხელფასი კანონით უნდა განისაზღვროს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)