|
2019-11-06 10:47:40, 1833 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა განსუს პროვინციის გუბერნატორს შეხვდა
ჩინეთის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჩინეთის განსუს პროვინციის გუბერნატორს თან ჟენძიენს შეხვდა. აღნიშნული პროვინცია ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარეობს, მისი მოსახლეობა კი 25 მლნ ადამიანს აჭარბებს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ აღნიშნული პროვინციის ადმინისტრაციის წევრები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს რკინიგზის აღმასრულებელი დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ხაზი გაუსვეს მათი გაღრმავებისა და განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ქვეყნების წარმატებით თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ პლატფორმებზე. მათ შორის, ხაზი გაესვა სარტყელისა და გზის ინიციატივას, რომელმაც ბიძგი მისცა თვისობრივად ახალი ტიპის თანამშრომლობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო დაინტერსებულია, განავითაროს ეკონომიკური კავშირები ჩინეთის ცალკეულ პროვინციებთანაც. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს, აგრეთვე ხაზი გაუსვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ურთიერთობის გაღრმავებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მინისტრმა განსუს პროვინციის გუბერნატორი საქართველოში მოიწვია, რომლის დროსაც განისაზღვრება თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. თავის მხრივ, განსუს პროვინციის გუბერნატორმა ნათია თურნავა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები განსუს პროვინციაში დაგეგმილ ეკონომიკური პროფილის გამოფენებზე მოიწვია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტურიზმი, ღვინის წარმოება, განახლებადი ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და სხვ.
(NS)
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)