04:06 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 18:25:27, 2392 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ზოსიმე სექსუალური ძალადობის ბრალდებაზე - არ მახსოვს

„გიორგი სხილაძე მე მგონია ვიღაცეების წაქეზებით მოქმედებდა“, - ასე გამოეხმაურა მეუფე ზოსიმე მღვდელი გიორგი სხილაძის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც სემინარიის სტუდენტის კახა კალაძის მიმართ ეპისკოპოსი ზოსიმეს მხრიდან სექსუალურ თავდასხმაზეა საუბარი.

მეუფე ზოსიმეს თქმით, ყველაფერი რაც მის წინააღმდეგ გაჟღერდა არის ტყუილი და ის არ ადასტურებს ცილისწამებასა და ბრალს, რომელიც მას წაუყენეს.

„ეს იყო 30-31 წლის წინ. არც გიორგი სხილაძე მახსოვს, არც კალაძე მახსოვს და საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს. ერთადერთი ის იყო, ჩვენ იმ პერიოდში მოვითხოვეთ სულიერობა, შინაგანა წესის დაცვა, ისინი კი სულიერობას დაუპირისპირდნენ და ის მტრობა ჩვენსკენ გადმოიტანეს“, - განაცხადა მეუფე ზოსიმემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მამა გიორგი სხილაძე იტყუებოდეს, მეუფემ აღნიშნა, რომ ის წაქეზებულია.

„გიორგი სხილაძე მე მგონია ვიღეების წაქეზებით მოქმედებდა. ეს იყო ანტიეკლესიური გამოსვლა. ეს არ იყო მხოლოდ მეუფის წინააღმდეგ გამოსვლა, ეს იყო ეკლესიის წინააღმდეგ გამოსვლაც“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics