|
2019-11-05 15:20:41, 3104 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი ზაქარია მეუფე ზოსიმეს მიერ სტუდენტზე სექსუალურ ძალადობას ადასტურებს
დეკანოზი ზაქარია ფერაძე მეუფე ზოსიმეს მხრიდან სტუდენტ კახი კალაძეზე სექსუალურ თავდასხმას ადასტურებს. - ამის შესახებ დეკანოზმა "მთავარ არხს" განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ფაქტს ადგილი თბილისში სასულიერო აკადემიაში ჰქონდა. „სტუდენტი ძალიან მორწმუნე ახალგაზრდა იყო ეკლესიაში. ძალიან წესიერი იყო და ერთი პერიოდი რაღაც ძალიან აერია და ვეღარ ვცნობდით. ძალიან ცუდად იყო. მერე როგორც ჩანს გამოტყდა იქ და თქვა ეს ამბავი. ამის გამო მოხდა ეპისკოპოსის მხილება, რომ დაინტერესდა რამდენიმე სტუდენტი ამით.“ - განაცხადა დეკანოზმა. მისი თქმით, მაშინ მეუფე ზოსიმე არ დაუსჯიათ. „მეუფე ზოსიმე მაშინ არა არ დაუსჯიათ. უბრალოდ, სტუდენტებთან შეთანხმებით წავიდა რამდენიმე დღით. საერთოდ უნდა წასულიყო, მაგრამ უშიშროებამ დააბრუნა.“ - ამბობს დეკანოზი ზაქარია ფერაძე.. შეგახსენებთ დღეს, მღვდელმა გიორგი სხილაძემ 1988 წლით დათარიღებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც სემინარიის მაშინდელი სტუდენტის კახა კალაძის მიმართ ეპისკოპოსი ზოსიმეს მხრიდან სექსულურ თავდასხმაზეა საუბარი. გიორგი ჩაფიძე
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)