2019-11-05 13:43:29, 2317 ნახვა
პოლიტიკა
„თქვენი დარწმუნება არ მჭირდება მართალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“ - ხმაური კომიტეტის სხდომაზე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები უვადო მოსამართლეობის კანდიდატს ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ, ხმაური იყო.
ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მოსამართლეობის კანდიდატი, ქოჩიაშვილი და „ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია.
დაპირისპირება მოჰყვა ბოკერიას კითხვას: „შეიძლება თუ არა, რომ მოსამართლემ ერთი და იგივე თითქმის იდენტური გარემოების პირობებში, შეაფასოს საქმის შინაარსი, შემდეგ გავიდეს დრო, დაფიქრდეს მოსამართლე და სხვანაირად შეაფასოს საქმე იგივე მტკიცებულებებით“?
რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა ბოკერიას უპასუხა:
„თქვენი დარწმუნება არ მჭირდება მართალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით"
გიგა ბოკერიას შეფასებით, „ასეთი პასუხით მოსამართლემ ყველას მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა."
ავტორი: ექსპრესნიუსი,