2019-11-04 16:31:55, 1436 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“ - გენიალური რუსთაველის ფილოსოფიაზეა დაფუძნებული ჩემი ქველმოქმედება
„რაც შეეხება ქველმოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გენიალური რუსთაველის "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“-ს ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. ეს ხედვა მე ათეულობით წლების წინ ჩამომიყალიბდა და დაახლოებით 15 წლის წინ, ქართულ პრესაშიც გამოქვეყნდა. ღრმად მწამდა და დღესაც მწამს, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება და სწორედ ამ პრინციპის ერთგულებით ვეწეოდი წლების განმავლობაში ამ საქმიანობას, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა ყველაფერი”.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი / ინტერვიუ Entrepreneur Georgia-სთან
ავტორი: ექსპრესნიუსი,