2019-11-04 12:20:08, 1643 ნახვა
სამართალი
ფოთში სატვირთო მანქანის ამობრუნების შედეგად მძღოლი დაშავდა
ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სატვირტო მანქანის მძღოლი დაშავდა.
დაშავებული მძღოლი სასწრაფო დახმარების სამსახურმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სატვირთოდან საწვავი დაიღვარა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
როგორც "ექსპრესმიუსს", შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ლიკა ბესელია
ავტორი: ექსპრესნიუსი,