|
2019-11-02 15:57:24, 1340 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის 2018-2020 წლების სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განიხილვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და დაინტერესებული პირების მონაწილოებით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის 2018-2020 წლების სტრატეგიის სამუშაო ვერსია განიხილეს. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის შემუშავებაში აქტიური მხარდაჭერისთვის და ყურადღება აგრარული დარგის განვითარებაში ექსტენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით უზრუნველყოფს სტრატეგიის სრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებას “,- აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სოფლის მეურნეობის ატაშემ, პროგრამების მენეჯერმა, ჟორჟ დეუმ და FAO-ENPARD-ის პროექტების კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა. ექსტენციის განახლებული სტრატეგიის მიზანია, ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფერმერულ საქმიანობაში ფერმერთა მხარდაჭერა და დღეს მოქმედი საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემის გარდაქმნა ფერმერთა რეალურ საჭიროებებზე ორიენტირებულ ექსტენციის სამსახურად. შეხვედრაზე ღონისძიების მონაწილეებმა სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიაში ინიცირებულ ცვლილებებზე იმსჯელეს; მათ შორის, განიხილეს ინიციატივა სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელის შექმნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ქსელი საქართველოს მასშტაბით 276 კერძო და საჯარო სასოფლო-სამეურნეო მიწის საჩვენებელ ნაკვეთს გააერთიანებს. სტრატეგიის დოკუმენტით ასევე გათვალისწინებულია ფერმერთა საზოგადოებრივი საბჭოების - ფერმერთა საველე სკოლების მოწყობა და ექსტენციის პროცესებში კერძო სექტორის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა, რომელსაც კოორდინაციას „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ გაუწევს. სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის 2018-2020 წლების სტრატეგიის განხორციელების საპილოტე რეგიონები რაჭა-ლეჩხუმი და გურია იქნება.
(NS)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)