02:53 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-02 11:33:00, 1297 ნახვა

საზოგადოება
თურნავა - საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორის კომისიაზე ქართული ბიზნესის მხარდაჭერის საკითხს დავაყენებთ

საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ნოემბერში თურქეთში გაიმართება. კომისიას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უხელმძღვანელებს, რომელმაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ეკონომიკური შედეგები შეაჯამა.

ნათია თურნავას განცხადებით, კომისია ბოლოს 2005 წელს შეიკრიბა. „თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია. ამდენად, კომისიაზე შეგვიძლია ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევა მოვახდინოთ. მათ შორის, საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას ისახავს მიზნად," - განაცხადა მინისტრმა. მან ყურადღება გაამახვილა ტექსტილის სექტორზე, რომლის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ერთი კვირის წინ გაიმართა.

„ამასწინათ ჩვენ დარგის მეწარმეებს შევხვდით, მათ შორის ქართულ - თურქული ინვესტიციით შექმნილი საწარმოებიც იყვნენ. ერთობლივ კომისიაზე ჩვენ თურქეთის მხარესთან აუცილებლად დავსვამთ თურქეთიდან საქართველოში  ნედლეულის შემოტანის გამარტივების საკითხს ტექსტილის  პროდუქციის ისეთი მწარმოებლებისთვის, რომლებიც მზა პროდუქტს საქართველოში დაამზადებენ, ექსპორტზე კი ევროკავშირში გაიტანენ. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი რეგულაციები, რომლებიც გამარტივებას საჭიროებს. საბოლოო ჯამში, ეს წაადგება საქართველოში ტექსტილის ადგილობრივ წარმოებას და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უკეთ განხორციელებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics