06:51 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 15:50:37, 2190 ნახვა

კომენტარი
მამა ანდრია ჯაღმაიძე - მათ ვინც ამბობს, რომ ეკლესიამ გადაწყვეტილება შიშის გამო მიიღო, ალბათ ურჩევნიათ, მამალაძე ციხეში დარჩეს

„მათ, ვინც ამბობს, რომ ეკლესიამ პრეზიდენტისთვის შეწყალების შუამდგომლობით მიმართვის გადაწყვეტილება შიშის გამო მიიღო, რეალურად ალბათ ურჩევნიათ, მამალაძე საპყრობილეში დარჩეს“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, დეკანოზის პატიმრობაში ყოფნა გარკვეული ძალების ინტერესშია, რომლებსაც სურთ, ეს თემა მუდმივად არსებობდეს.

„ბევრჯერ გავაკეთეთ ამაზე განცხადება და ანალიზი საპატრიარქოს დამოკიდებულებისა. როგორც ფიქრობთ, ვინც ასეთ ანალიზს აკეთებს, რომ თითქოს საპატრიარქო იღებს გადაწყვეტილებას რაღაცის გაუთქმელობის საფასურად, როგორ ფიქრობთ, ეს განცხადება ემსახურება თუ არა მამალაძის გათავისუფლების ინტერესებს, თუ პირიქით. არიან ძალები, ვისაც აინტერესებს, რომ მამალაძე იყოს ციხეში და მუდმივად იყოს ეს თემა, რომ საპატრიარქოს უხდებოდეს საუბარი“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, საპატრიარქო პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს. შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ, სინოდის სხდომაზე იქნა მიღებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics