10:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 14:57:59, 2089 ნახვა

სამართალი
გახარია სამართალდამცავებს: სრულად ვითანამშრომლოთ სახელმწიფო ინსპექტორთან, რომ მოქალაქეებს მეტი ნდობა გაუჩნდეთ

„ის სისტემური პრობლემები, რომელიც ჩვენს წარსულში არსებობდა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, როდესაც ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ დანაშაულთან ბრძოლა, თავად ჩადიოდნენ დანაშაულს და შემდგომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ასეთი ხალხის დაუსჯელობას, ჩვენ გაგვხადა იძულებული 2014 წელს მთავრობას აეღო ვალდებულება დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან სამართალდამცველი სტრუქტურების თანმშრომლობა იქნება საფუძველი, რომ მოქალაქეებს კიდევ მეტი ნდობა გაუჩნდეთ პოლიციის და ყველა სხვა სამართალდამცავი სისტემის წინაშე.

"კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს აღვნიშნოთ გახლავთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დღეს იწყებს ახალი ფუნქციის განხორციელებას - ეს გახლავთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. მოგეხსენებათ, რომ ბევრ განვითარებულ ევროპულ ქვეყანას მსგავსი მექანიზმი საერთოდ არ აქვს. მაგრამ ის სისტემური პრობლემები, რომელიც ჩვენს წარსულში არსებობდა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, როდესაც ადამიანები რომლებსაც ევალებოდათ დანაშაულთან ბრძოლა თავად ჩადიოდნენ დანაშაულს და შემდგომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ასეთი ხალხის დაუსჯელობას, ჩვენ გაგვხადა იძულებული 2014 წელს მთავრობას აეღო ვალდებულება დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე. რა თქმა უნდა ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვქონდა, რამეთუ სისტემა სრულად შეცვლილია და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. მე მინდა ვთხოვო კოლეგებს, სამართალდამცავი სიტემის წარმომადგენლებს, რომ სრულად ვითანამშრომლოთ ამ სტრუქტურასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა იქნება საფუძველი იმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ მეტი ნდობა გაუჩნდეთ პოლიციის და ყველა სხვა სამართალდამცავი სისტემის წინაშე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics