19:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-31 18:23:17, 2191 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ თუ ასე გააგრძელებს

„ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ თუ ასე გააგრძელებს“, - ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის თანამდებობიდან გათავისუფლება პატრიარქის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო.

„მე არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ, მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ პეტრედ. პეტრედ, რომელიც მისი აზროვნებიდან და ლექსიკიდან გამომდინარე ნამდვილად აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს. დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. სინოდმა პეტრესთან მიმართებაში ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ასეთი ხალხისგან ეკლესია უნდა განიწმინდოს. როდესაც ამ სიტუაციიდან გამოსავალზე ვლაპარაკობთ, მე არ ვარ კათალიკოს-პატრიარქზე ჭკვიანი და იმედი მაქვს მისი ბრძნული გადაწყვეტილებების . ზუსტად ვიცი, რომ სინოდშიც არის წესიერი, ბრძენი და ძალიან ჭკვიანი მეუფეები. საბედნიეროდ, სინოდს მარტო ოდიოზური პეტრე არ ჰყავს და არსებობენ ბევრი ჭკვიანი მღვდელმთავრები. სწორედ ამ ხალხის გადასაწყვეტია ის ვითარება, როგორ ჩაქრეს და დამშვიდდეს ეკლესიის გარშემო შექმნილი ამბები. დღეს საპატრიარქომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღარ არის პეტრე და არის მოქალაქე პეტრე. ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გიორგი ჩაფიძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics