|
2019-10-31 15:16:14, 2390 ნახვა
კომენტარი
იღუმენია გამყრელიძე: მართმადიდებლური ეკლესია პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა
ჭყონდიდი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს შემდეგ, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე „მამათმავლობის ცოდვაში“ იღუმენია თამარ გამყრელიძემ დაადანაშაულა. როგორც იღუმენია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, „მართმადიდებელი ეკლესია პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა“. ის ასევე მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი „მამათმავლობის“ წინააღმდეგ ბრძოლის გამო დაისაჯა. „მეუფე პეტრეს ბრძოლა საპატრიარქოში მამათმავლობის წინააღმდეგ დამთავრდა მეუფე პეტრეს დასჯით და საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა გამოიტნოთ დასკვნები, ძნელია ამხილო სოდომის ცოდვაში პატრიარქი. წლებია მეუფე შიგნით ეკლესიაში ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას, რაც სამწუხაროდ ამ შედეგით დამთავრდა...ეხლა მაინც ხომ გასაგებია, რატომ დება ცოდვის წახალისება ეკლესიაში და დაუსჯელობა!“, - წერს იღუმენია გამყრელიძე.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)