2019-10-30 16:56:00, 1880 ნახვა
კომენტარი
ბესელია გენპროკურორის დიპლომზე: თადუმაძის ინტერვიუმ მათაც გაუჩინა კითხვები, ვისაც აქამდე არ ჰქონდა
"თადუმაძის ინტერვიუმ მათაც გაუჩინა კითხვები, ვისაც აქამდე არ ჰქონდა", - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გენერალური პროკურორის დიპლომთან არსებულ კითხვებთან დაკავშირებით განაცხადა.
მან თადუმაძეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პასუხებიც დაუწუნა და თქვა, რომ გენერალური პროკურორი ასე არ უნდა საუბრობდეს.
"ასე არ უნდა საუბრობდეს გენერალური პროკურორი, რომ ეს ბოდვაა, კითხვები არ არსებობს, მოიხსნა ყველაფერი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ იმათთვის გააჩინა კითხვები, ვისაც არ ჰქონდა, იმ ღია ინტერვიუმ კომიტეტზე. მე მგონია, რომ როდესაც ვსაუბრობთ ისეთ უმაღლეს თანამდებობებზე, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და გენერალური პროკურორი, აქ საერთოდ კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს დიპლომთან დაკავშირებით,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
ავტორი: ექსპრესნიუსი,