2019-10-30 14:03:10, 2460 ნახვა
სამართალი
გომელაური ჩორჩანაში ევროკავშირის დამკვირვებლების გამოძახების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სოფელ ჩორჩანაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გამოიძახეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დამკვირვებლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ როგორც დღის, ასევე ღამის საათებში.
„არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, ჩვეულებრივად მუშაობენ ადამიანები. ევროკავშირის წევრები ატოცში შედიან დღეც და ღამეც. ვინ გითხრათ რომ გამოიძახეს დამკვირვებლები? არ გიდასტურებთ. გამოძახება სხვა რაღაცაა, ხოლო მისვლა და შემოწმება სხვა რაღაცაა. ჩავიდნენ და ჩვეულებრივად შეამოწმეს“, - განაცხადა მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,