19:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-18 13:33:50, 653 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი ზესტაფონში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემის პრეზენტაციას დაესწრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იმერეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც მხარის რწმუნებულთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემის პრეზენტაციას დაესწრო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე ტექნოლოგიის სისტემა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით დამონტაჟდა, რაც ატმოსფერული  ჰაერის ხარისხის რეგულარული მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

დღესვე, გიგლა აგულაშვილი ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანას სტუმრობდა,  სადაც უახლოეს მომავალში არსებული ფილტრები მაღალი კატეგორიის გამწმენდი ფილტრებით ჩანაცვლდება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics