02:00 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 12:04:31, 943 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა მეტალურგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მეტალურგებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიის წარმომადგენლების - მეტალურგების პროფესიული დღეა. როგორც ეკონომიკის მინისტრი, ხშირად ვსტუმრობ მეტალურგიულ ქარხნებს და კარგად ვიცი, რამდენად შრომატევადია ასეთ საწარმოებში დასაქმებულთა საქმიანობა, რამდენად მძიმე შრომის ფასად ქმნით თქვენ მაღალი ხარისხის მეტალურგიულ პროდუქციას, რომელიც წარმატებით იყიდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

დღეს როგორც ფერადი, ასევე შავი მეტალურგია ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორებს შორისაა. დარგი ასაქმებს ათასობით ადამიანს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ექსპორტის განვითარებაში. თუმცა ამ სტატისტიკის მიღმა აუცილებელია გამორჩეულად მოვიხსენიოთ ის მამაცი და შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებიც რთული შრომითი პირობების მიუხედავად, დღე და ღამე შრომობენ, ასრულებენ სარისკო სამუშაოებს და ამით წვლილი შეაქვთ ქვეყნის აღმშენებლობაში.

ნება მიბოძეთ, განსაკუთრებული მადლობით მოგმართოთ თქვენ, მეტალურგებს და მთავრობის სახელით, დაგპირდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მეტალურგიულ საწარმოებში გაუმჯობესდეს შრომის უსაფრთხოება და სამუშაო პირობები.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, პირად და პროფესიულ წარმატებებს“, - ნათქვამია ნათია თურნავას მილოცვაში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics