|
2019-10-30 11:35:20, 2418 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-სექტემბერში საქართველოში 7 802 მშენებლობის ნებართვაა გაცემული
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7 802 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,3 პროცენტით მეტია. კერძოდ, საქსტატის ცნობით, ნებართვები გაცემულია 5621,7 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23,9 პროცენტით მეტი). ნებართვების 71,0 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49,2 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,0 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ზე და 10,8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე. „აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 36,2 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,4 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აცხადებენ საქსტატში.
სულ, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1923,7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 32,3 პროცენტით მეტი) 1802 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 1,5 პროცენტით ნაკლები).
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)