|
2015-07-18 12:22:15, 475 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. სახმრეთ ოსეთში ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
ე.წ. სახმრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელწიფო სიმბოლოების“ შეურაცხყოფის და ვანდალიზმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ე.წ. სახმრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, 2015 წლის 14 ივლისს, ახალგორის რაიონის სოფელ წინაგარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართველმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიტინგი ჩაატარეს და ე.წ. სახმრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დამონტაჟებული საზღვრის აღმიშვნელი საინფორმაციო ბანერის შეურაცხყოფა და დემონტაჟი განახორციელეს. აღებული ბანერის ადგილას საქართველოს სახელმწიფო დროშა დადგეს. „ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა სარწყავი არხიდან ბანერი ამოიღო და ძველ ადგილას დაამონტაჟა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშა საერთაშორისო ცერემონიალის, ტრადიციების თანახმად, ჩამოხსნილი იქნა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების კომისიის მორიგ შეხვედრაზე ქართულ მხარეს გადაეცემა“, - ნათქვამია ე.წ. სახმრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. შეგახსენებთ, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ აღმართეს. 14 ივლისს კი, სოფელ ხურვალეთთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოგლიჯეს და ხევში გადააგდეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქართულ სახელმწიფოს შუაზე ხლეჩენ და არც ერთი ჟურნალისტი ამ ფაქტს არ შეეგუება.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)