02:02 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 16:35:55, 2036 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ გურამიშვილის გამზირზე არსებული კორპუსის შემოწმება დაასრულა

გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება ამოხდა, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა.

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორის, ლაშა სამხარაძის განცხადებით,  დასკვნის თანახმად, კორპუსში ცხოვრება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე არ არის რეკომენდებული. 

„ლაბორატორიის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით,  გურამიშვილის გამზირზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად  საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებულია მე-3, მე-4 და მე-5 სართულები, გადახურვის ფილები, თვითმზიდი პანელები და ტიხრები, ასევე, ლიფტი და კიბის უჯრედებში გარკვეული სეგმენტები. დაზიანება ამ ლოკაციაზე  არის საკმაოდ რთული და შეესაბამება მე-4 ხარისხს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახურის დაკვეთით კორპუსში უახლოეს დღეებში შევა კომპანია, რომელიც ჩაატარებს წინასაპროექტო სამუშაოებს, მომზადდება პროექტი და ამის შემდეგ  დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. სანამ კორპუსში შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარდება,   იქ ცხოვრება რეკომენდებული არ არის“, - განაცხადა ლაშა სამხარაძემ.  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics