|
2019-10-28 18:07:45, 2741 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკისა და სამშვიდობო საკითხებში, როზმარი დიკარლოს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროს, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. აღინიშნა ორგანიზაციის განსაკუთრებული როლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ყოველდღიური გამოწვევების ფონზე. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებაზე, ახალგორის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვაზე, მავთულხლართების მშენებლობის ეპიზოდებსა და მოქალაქეების დაკავებაზე. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ მექანიზმებს პროვოკაციების თავიდან აცილებისა და ვითარების დეესკალაციისთვის. მთავრობის მეთაურმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს დაუდასტურა საქართველოს მტკიცე ერთგულება სამშვიდობო პოლიტიკისადმი, რომელიც მიმართულია ახალი სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული ურთიერთმომგებიანი პროექტების განხორციელებისკენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)